გონძაგა, ელეონორა
ვიკიპედიიდან
ელეონორა გონძაგა (იტალ.: Eleonora Gonzaga) (* 23 სექტემბერი, 1598, მანტუა; † 27 ივნისი, 1655) - იყო მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგის ვინჩენცო I-ისა და ელეონორა დე’ მედიჩის ასული. 1622 წლის 4 თებერვალს ქალაქ ინსბრუკში იგი დაქორწინდა იმპერატორ ფერდინანდ II-ზე. ეს ფერდინანდის მეორე ქორწინება იყო და მას ელეონორასთან შვილი არ ჰყოლია.
ელეონორა გონძაგამ ვენასა და გრაცში კარმელიტების მონასტრები დაარსა.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- გონძაგას დინასტია