გოპაკი
ვიკიპედიიდან
გოპაკი, უკრაინული ხალხური, ძირითადად მამაკაცების ცეკვა, ზოგჯერ ჰეროიკული ხასიათისაა. მისი დამახასიათებელი ელემენტებია: ხტომა, ბუქნი, ბრუნი. გოპაკის სასიმღერო და ინსტრუმენტული მელოდიები ხალხში დამოუკიდებელ მუსიკალურ პიესებადაც სრულდება. ეს მელოდიები ან გაპაკის ჟანრი ხშირად გამოყენებულია რუსი, უკრაინელი და ეროვნების კომპოზიტორების ოპერებშიც (რიმსკი-კორსაკოვის "მაისის ღამე", მუსორგსკის "სოროჩინის ბაზრობა", ჩაიკოვსკის "მაზეპა", გულაკ-არტემოვსკის "ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა" და სხვა). ბალეტებში (სოლოვიოვ-სედოის "ტარას ბულბა" და სხვა). კომპოზიტორმა შტოგარენკომ თავისი სიმფონიური სურათის "ლესი უკრაინკას ხსოვნის" ერთ ნაწილს გოპაკი უწოდა.