გორგლბოლქვი
ვიკიპედიიდან
გორგლბოლქვი (bulbotuber), მცენარის მიწისქვეშა ყლორტი. გარეგნულად ბოლქვს წააგავს, აგებულებით კი გორლისებურია. მისი ყველა ფოთლისეული ქერქლი მშრალი და სიფრიფანაა, საკვები ნივთიერებების მარაგი ღეროს ხორცოვან ნაწილში გროვდება. გორგლბოლქვი უვითარდება ზაფრანას, ხმალას და სხვა მათ მაგვარებს.