გო იუი
ვიკიპედიიდან
"გო იუი" (ჩინ. 國語 "სამეფოების სიტყვა"), ძველი ჩინური ისტორიული ნაშრომი, რომელშიც შეკრებილია ძველი ჩინეთის 8 სამეფოს (ჯოუ, ლუ, ცი, ძინი, ჯენი, ჩუ, უ, იუვე) ისტორიის მნიშვნელოვანი მასალა ძვ. წ. 962 ან ძვ. წ. 947-იდან ძვ. წ. 453 წლამდე. შედგება 21 თავისაგან (ძიუანისაგან). ოფიციალური ჩინეთის ისტორიოგრაფია უკვე ხანის ეპოქიდან (ძვ. წ. III ს. - ახ. წ. III ს.) მის ავტორად მიიჩნევს ლუს სამეფოს ისტორიოგრაფს, კონფუცის მოწაფეს - ძო ციუ-ინს (ძვ. წ. V.). თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიხედვით, "გო იუი" არის სხვადასხვა ანალებიდან ამოღებული სხვადასხვა ავტორის ჩანაწერების ისტორიოგრაფიულად გადამუშავებული კრებული.