გრანდ სენტრალ ტერმინალი
ვიკიპედიიდან
გრანდ სენტრალ ტერმინალი (ინგლ. Grand Central Terminal, უკეთ ცნობილი როგორც Grand Central Station) რკინიგზის სადგურია ვანდერბილტის ავენიუზე (42-ე ქუჩისა და პარკ ავენიუს გადაკვეთა) მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. ნიუ-იორკის ცენტრალური რკინიგზის მიერ აგებული ამერიკის შორ დისტანციაზე სარკინიგზი მგზავრობის ბუმის პერიოდში, გრანდ სენტრალი უდიდესი რკინიგზის სადგურია მსოფლიოში პლატფორმების რაოდენობის მიხედვით: 44, და 67 ხაზით ის ემსახურება მგზავრებს მეტრო-ნორზის რკინიგზაიდან ნიუ-იორკის შტატის ვესტჩესტერის პატნემისა და დაჩის ქაუნთიში, ასევე ფეარფილდისა და ნიუ-ჰეივენის ქაუნთიში კონექტიკუტში.