გრიგოლი (ლორთქიფანიძე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გრიგოლ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გრიგოლ |
გრიგოლი (ერისკაცობაში გრიგოლ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742 წლებში. გრიგოლმა აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშის, გურიის სამთავროებსა და რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საკათოლიკოსო მამული; საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.