გრიგორ დარანაღცი
ვიკიპედიიდან
გრიგორ დარანაღცი, გრიგოლ დარანაღელი (კამახელი) (*1576, ქ. კამახი ― † 1643), სომეხი ისტორიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
განათლების მისაღებად, სამოღვაწეოდ თუ თავშესაფრის ძიებაში მოიარა ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა და ქალაქი. აღსანიშნავია მისი ღვაწლი სომხეთში ეკლესია-მონასტრების აშენება-განახლებასა და ხელნაწერთა გადანუსხვაში. მის თხზულებათაგან აღსანიშნავია "ჟამთააღმწერლობა", რომელიც მოიცავს 1018-1640 წლების ამბებს. თხზულების I ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული სელჩუკთა და ოსმალთა ისტორია 1595-მდე. II ნაწილში (1595-1640) დაწვრილებით არის მოთხრობილი ოსმალთა იმპერიის ისტორია მეჰმედ III-იდან მურად IV-მდე. მასვე ეკუთვნის პერიოდის სომეხთა საკათალიკოსოების ისტორია. "ჟამთააღმწერლობაში" გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებ.