გრუზინოვი, ილია
ვიკიპედიიდან
ილია ეგორის ძე გრუზინოვი (* 1781 ― † 1813), რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1801 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1804 - პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია და იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში". 1811 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ორდინარული პროფესორი. 1812 სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა არმიაში და მოსკოვის ლაშქრის კორპუსის ექიმი იყო. შეისწავლა ადამიანსა და ცხოველში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მ. შ. აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი.