დარეჯან ბატონიშვილი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "დარეჯან" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დარეჯან |
დარეჯან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (* 1670 ― † 1740), მწიგნობარი, დიპლომატი, მეფე არჩილ II-ის ასული.
1685-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. არჩილ II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართული ახალშენის მეთაური გახდა. დარეჯან ბატონიშვილმა დიდი როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს 1721-1723 სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნაში, ბოლომდე ერთგულად იღვწოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისათვის. დარეჯან ბატონიშვილის მოსკოვის სასახლეში ქართველები ეცნობოდნენ რუსეთის მოწინავე საზოგადოების აზრს. მისი ინიციატივით 1733-1736 სოფ. ვსესვიატსკოეში ძველი კარის ეკლესიის ნაცვლად ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც ქართველთა კულტურულ-რელიგიური ცენტრი გახდა.