დე იურე
ვიკიპედიიდან
დე იურე (კლასიკ. ლათ. de iure) - გამოთქმა, რომელიც ნიშნავს "კანონზე დაყრდნობით", პარალელურად არსებობს გამოთქმა დე ფაქტო - "ფაქტობრივად".
ეს ტერმინები გამოიყენება პოლიტიკურ სიტუაციებში. მაგალითად რაიმე პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს დე ფაქტო, სადაც ხალხი/საზოგადოება მისდევს გარკვეულ პრინციპს/შეთანხმებას როგორც კანონს, თუმცა სამართლებრივად ამგვარი კანონი არ არსებობს. მეორეს მხრივ, რაიმე პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს დე იურე, თუმცა საზოგადოების მიერ ცნობილი/აღიარებული არ იყოს.