დითირამბი
ვიკიპედიიდან
დითირამბი (ბერძნ. dithyrambos - ქება, სიმღერა), ძველ საბერძნეთში საკულტო გუნდური სიმღერა ღმერთ დიონისეს პატივსაცემად (წარმოიშვა ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს). დითირამბის სტრუქტურა შემდგომში საფუძვლად დაედო ძველ ბერძნულ ტრაგედიას, მაგრამ დითირამბი, როგორც თავისთავადი ჟანრი, არსებობდა დამოუკიდებლადაც. თავისი ხასიათით უახლოვდება ოდას და ჰიმნს.
გადატანითი მნიშვნელობით დითირამბი გაზვიადებულ ქებას ნიშნავს.