დინამიკა (მუსიკა)
ვიკიპედიიდან
ტერმინს "დინამიკა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დინამიკა |
დინამიკა მუსიკაში, ხმის სიძლიერესთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა. ჟღერის სიძლიერის ძირითადი გრადიციები: piano ( ნოტებში შემოკლებით - p ) - წყნარად, სუსტად და forte ( f ) -ხმამაღლა, ძლიერად. piano-დან იწარმოება (შესუსტებისკენ) pianissimo (pp)- ძალიან წყნარად. piano-pianissimo (ppp) - მეტისმეტად წყნარად და ა.შ. (ppppp-მდე). forte-დან იწარმოება: (ხმის გაძლიერებისაკენ) - fortissimo (ff) - ძალიან ხმამაღლა, forte-fortissimo (fff) - მეტისმეტად ხმახმაღლა და ა. შ.(fffff-მდე). იხმარება აგრეთვე აღნიშვნები mezo piano (mp) - ზომიერად წყნარი და mezzo forte (mf) - ზომიერად ძლიერი. ბგერის თანდათანობით გაძლიერებას ეწოდება crescendo (cresc. გრაფიკული ნიშანი < ), თანდათანობით შესუსტებას - diminuendo ან decrescendo (dim ანdecresc. გრაფიკული ნიშანი > ). დინამიკის გრადაციები და მისი აღნიშვნები მუსიკაში შეფარდებითი ხასიათისაა, ხმის სიძლიერის აბსოლ. სიდიდე დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან (ინსტრუმენტის ტიპი, ანსამბლური შესრულებისა - პარტიათა რაოდენობა, თითოეული პარტიის შემსრულებელთა რიცხვი, დარბაზის აკუსტიკური თვისებები და სხვ.). ხმის სიძლიერის აბსოლუტური სიდიდე გამოიხატება ფონებში.