ევდემოზ I
ვიკიპედიიდან
ევდემოზ I (გვარად დიასამიძე) (― † 1643), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1630-1638 წლებში. ევდემოზ I მონაწილეობდა ქართლის მეფის როსტომის (1632-1658) წინააღმდეგ შეთქმულებაში. შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ევდემოზ I სხვებთან ერთად დააპატიმრეს და როსტომის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.