ენგლერი, კარლ
ვიკიპედიიდან
ენგლერი, კარლ ოსვალდ ვიქტორ ( * 5 იანვარი. 1842 ― † 8 თებერვალი. 1925), გერმანელი ქიმიკოსი. ჰალეს უნივერსიტეტისა და კარლსრუეს უმაღლესი ტექნიკური სკოლის (1887-1919) პროფესორი. ენგლერის შრომები ეხება ნავთობის ქიმიისა და ტექნოლოგიის საკითხებს. 1890 შექმნა ნავთობის ორგანული წარმოშობის თეორია, ხოლო 1897 - დაჟანგვის ზეჟანგური თეორია რუს მეცნიერ ა. ბახთან ერთად. შეიმუშავა პარაფინების განსაზღვრის მეთოდი ნავთობში.