ეფთვიმე I
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ეფთვიმე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ეფთვიმე |
ეფთვიმე I (გვარად საყვარელიძე), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში. ადრე იყო მოქვის ეპისკოპოსი (მოქველი). ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს შეუძინა დიდძალი მოძრავი ქონება: თვალმარგალიტით შემკული, ძვირფალი ქსოვილებისაგან დამზადებული საპატრიარქო შესამოსლები, ოქრო-ვერცხლისაგან ნაკეთები სარიტუალო ინვენტარი, მდიდრულად მოკაზმული საეკლესიო წიგნები, "ქართლის ცხოვრება", მის მიერვე გადაწერილი "გულანი" და სხვა. ამასთან, თავისი პირადი ქონებაც ეკლესიის საკუთრებად აქცია.