ვაჩე (კახეთის მთავარი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ვაჩე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ვაჩე |
ვაჩე, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827-839, გარდაბნელთა ტომიდან. ვაჩე უნდა იყოს "მატიანე ქართლისაჲში" მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის შვილი). ამ დროს კახეთის სამთავროში გარკვეული უპირატესობა მოიპოვა გარდაბნელთა ტომმა.
827, კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, მათ შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის ხელისუფლება და ვაჩე გაამთავრეს.