ზაქარია (ჯორჯაძე)
ვიკიპედიიდან
ზაქარია (გვარად ჯორჯაძე), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623-1630 წლებში. მანამდე იყო ნეკრესის ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლოებით 1613-1623 წლებში და სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. 1614 წელს, კახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, ზაქარია კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. მან ქართლის სამეფო ხელისუფლებას 1624 წელს განაახლებინა მცხეთის საკათალიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან ურბან VIII-თან. სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალიელ მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის.