თავისუფალი ვაჭრობა
ვიკიპედიიდან
თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურეობის დაუბრკოლებელ მიმოცვლას ნიშნავს და ეს ტერმინი გამოიყენება ეკონომიკურ პოლიტიკაში ამგვარი ვაჭრობის გაზრდის მომხრეთა მიერ.
თავისუფალი ვაჭრობა, როგორც კონცეფცია ეკონომიკასა და სახელმწიფო მმართველობაში მოიცავს:
- საერთაშორისო ვაჭრობას საქონლით ტარიფების (იმპორტზე გადასახადები) ან სხვა ბარიერების (ქვოტები იმპორტზე) გარეშე;
- საერთაშორისო ვაჭრობა სერვისზე (მომსახურეობაზე) ტარიფებისა და სავაჭრო ბარიერების გარეშე;
- მუშახელის თავისუფალი მოძრაობა ქვეყნებს შორის;
- კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ქვეყნებს შორის;
- არარსებობა ვაჭრობისთვის ხელისშემშლელი პოლიტიკისა (გადასახადები, სუბსიდიები, რეგულირება ან შემზღუდავი კანონები), რომელიც ადგილობრივ ფირმებსა ან წარმოებებს უცხოელ კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობას ანიჭებს.
- მთავრობის მიერ საკუთრების უფლებათა დაცვა ზემოთხსენებული პირობების განსამტკიცებლად.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |