თავრიზი
ვიკიპედიიდან
თავრიზი (სპარს. تبریز - Tabriz, აზერბ. Təbriz) — სამხრეთ აზერბაიჯანის ადმინისტრაციული ცენტრი (ჩრდილოეთ ირანი).
გულისტანის შეთანხმების თანახმად ისტორიული აზერბაიჯანი (სპარს. Âzarâbâdagân ადარბადაგანი) სრულიად გადავიდა სპარსეთის მხარეს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ტერიტორია, რომელიც წარსულში კავკასიის ალბანეთისა და შირვანის გაერთიანების ნაწილი იყო, რუსეთის იმპერიის საკუთრება გახდა.
1918 წელს მუსავათებმა პირველად გამოიყენეს ტერმინი "აზერბაიჯანი" კავკასიის თურქი ტომების (იხ. აზერბაიჯანელები) ახლადშექმნილი რესპუბლიკის აღსანიშნავად, რომლის შემდეგაც შემოვიდა ხმარებაში ტერმინები "ჩრდილოეთი აზერბაიჯანი" და "სამხრეთი აზერბაიჯანი".