თბილისის მერია
ვიკიპედიიდან
თბილისის მერია (ყოფილი ქალაქის სათათბირო და გამგეობა) მდებარეობს თავისუფლების მოედნის N2-ში. იგი XIX საუკუნის 40-იან წლებში აგებული საქალაქო პოლიციის შენობის საფუძვლიანი გადაკეთების შედეგია.
არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის მიერ 1882 წელს შედგენილი პროექტით მას განაპირა ნაწილები მიაშენეს. დღევანდელი სახე ნაგებობას არქიტექტორმა პაულ შტერნმა შესძინა. მესამე სართული დაემატა შუა ნაწილს, ამაღლდა და სახე ეცვალა კოშკს, ფასადების მორთულობაში მავრიტანული სტილის ელემენტები გაჩნდა: სტუკოს ტექნიკით შესრულებულ სწორკუთხა ნიშებში ჩასმული შეისრული ღიობები, სტალაქტიტური ფრიზი, ფასადთა დამანაწევრებელი პილასტრების ორგრად შეღებვა და ა.შ. მთავარი ფასადის ღეძზე შეისრულ თაღში საათია ჩასმული, რომლის უკანაც მცირე გუმბათი და ფანჩატურიანი კოშკია მოქცეული. შენობის განაპირა ნაწილებს მესამე სართული XX საუკუნის 10-იან წლებში დაამატეს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წელი, ISBN 99940-0-923-0