იავნანა
ვიკიპედიიდან
იავნანა, ქართული ხალხური სასიმღერო ლექსი, სიმღერა. წარმოიშვა როგორც საკულტო საგალობელი. უკავშირდება ქალღმერთ ნანას სახელს. დროთა განმავლობაში დაკარგა საკულტო-სარიტუალო დანიშნულება და სადღეისოდ საწესჩვეულებო ხასიათი აქვს: განკუთვნილია ბავშვის დასაძინებლად, რაც განპირობებულია მისი ალერსიანი მუსიკალური ჰანგითა და მხატვრული შინაარსით.
ხალხური მედიცინა იავნანას იყენებდა როგორც სამკურნალო საშუალებას ინფექციურ დაავადებათა დროს. იავნანას ლექსის შინაარსის თავისებურებაც განპირობებულია სარიტუალო წარმოშობით და შემდგომში კი - ჰარმონიული შეწყობით მის დანიშნულებასთან.
იავნანას ლექსი სხვადასხვა ხასიათისაა: დიდაქტიკური, ისტორიული, საყოფაცხოვრებო და სხვ.