ინგლისელები
ვიკიპედიიდან
ინგლისელები - ინგლისის ძირითადი მოსახლენი, ერთ-ერთი ხალხი დიდი ბრიტანეთისა. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ატლანტურ-ბალტიურ შტოს. მე–17-19 სს-ის ინგლისური კოლონიზაციის დროს გადასახლდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და აბორიგენ მოსახლეობასთან შერევის შედეგად სათავე დაუდეს ახალ ინგლისურენოვან ხალხებს - ამერიკელებს, ანგლო-კანადელებს, ანგლო-ახალზელანდიელებს, ანგლო-აფრიკელებს, ფოლკლენდელებს და სხვ.
- სახელები: თვითწოდება - English; ფრანგულად - Anglais; რუსულად - Англичане.
- საერთო რაოდენობა: 48,5 მლნ, მათ შორის ბრიტანეთში 44,7 მლნ, კანადაში 1 მლნ, ავსტრალიაში 940 ათ., აშშ-ში 650 ათ., სამხრეთ აფრიკაში 230 ათ., ინდოეთში 200 ათ.. ახალ ზელანდიაში 188 ათ..
- ენა: ინგლისური.
- მორწმუნეები: ძირითადად ანგლიკანები.