იოანე ოქროპირი (საქართველო)
ვიკიპედიიდან
იოანე-ოქროპირი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1033-48. ადრე მოღვაწეობდა კალიპოსა და ათონის მონასტრებში იოანე და ექვთიმე მთაწმინდლებთან. კარგი მქადაგებელი ყოფილა, ამიტომაც უწოდებიათ ოქროპირი. იოანე-ოქროპირს დაუმტკიცებია მელქისედეკ I კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისათვის ბოძებული "დაწერილი", აუგია ფოკის (ისტორიული ჯავახეთი) ეკლესია, რომლის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია თვითონ. ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობაში" იოანე-ოქროპირი დახასიათებულია როგორც გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე.