იორი
ვიკიპედიიდან
იორი - მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთებზე, ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (ადრე უერთდებოდა მდინარე ალაზანს). იორის სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი - 4650 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 12 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 43 კმ-ში), საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ იორის წყლის ნაწილი მიედინება წყალსაცავში (”თბილისის ზღვა”).