იოსები (ჯანდიერიშვილი)
ვიკიპედიიდან
იოსები (გვარად ჯანდიერიშვილი), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1755-1764 წლებში. მანამდე იყო რუსთავის ეპისკოპოსი. კათოლიკოსად დაადგინა 1755 წლის საეკლესიო კრებამ, რომელმაც გადააყენა ანტონ I. 1762 წელს იოსები ხელმძღვანელობდა ერეკლე II-ის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც შეიმუშავა დადგენილება საეპისკოპოსოებში მღვდელმსახურების წესების დარღვევათა აღმოსაფხვრელად. 1764 წლის მარტში ანტონ I-ის კათოლიკოსად აღდგენის გამო იოსები გადააყენეს.