ირანის პრეზიდენტები
ვიკიპედიიდან
ირანის პრეზიდენტი - ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით 4 წლის ვადით. იგი ქმნის მინისტრთა კაბინეტს და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ირანის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იმყოფება ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის (ამჟამად აიათოლა ხამენეი) კონტროლის ქვეშ. პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ. თავდაპირველად მას სიმბოლური ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ გაუქმდა პრემიერ-მინისტრის პოსტი და მისი ბევრი ფუნქცია პრეზიდენტს დაეკისრა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს.
ირანის პრეზიდენტები :
გვარი და სახელი | მოღვაწეობის წლები | შენიშვნა | |
---|---|---|---|
1 | ბანისადრი, აბოლჰასანი | 1980 – 1981 | გამოეცხადა იმპიჩმენტი |
2 | ალი რაჯაი, მოჰამედ | 1981 | მოკლულ იქნა |
3 | ხამენეი, ალი | 1981 – 1989 | არჩეულ იქნა სულიერ ლიდერად |
4 | ჰაშემი რაფსანჯანი, ალი აკბარ | 1989 – 1997 | |
5 | ხათამი, მოჰამედ | 1997 – 2005 | |
6 | აჰმადინეჯადი, მაჰმუდ | 2005 – დღემდე |