ვიკიპედიიდან
ისა-ხანი († 1615), კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძის, გიორგის ძე. აღიზარდა ირანში, შაჰის კარზე. აბას I-მა 1614, საქართველოში ლაშქრობის დროს, კახეთის მმართველად დანიშნა. ისა-ხანმა კახეთში ფეხი ვერ მოიკიდა და იძულებული გახდა საქართველოს გასცლოდა. შემდეგში შაჰმა თავის ამალაში ჩარიცხა.