იუნიქსი
ვიკიპედიიდან
უნიქსი (Unix) არის კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, რომელიც შეიქმნა ბელის ლაბორატორიაში, კომპანია AT&T-ში, 1960-1970-იან წლებში. მისი ავტორები იყვნენ კენ ტომსონი, დენის რიჩი და დუგლას მაკელროი.
დროთა განმავლობაში გაჩნდა უნიქსის მრავალი ნაირსახეობა და კიდევ უფრო ბევრი სახეობა უნიქსთან თავსებადი და უნიქს-მაგვარი ოპერაციული სისტემებისა. ასეთთა რიცხვშია: ლინუქსი, ბსდ და ფრიბსდ, ოეს ათი, სოლარისი და სხვა.