იუნუსი, მუჰამედ
ვიკიპედიიდან
მუჰამედ იუნუსი (ბენგ. মুহাম্মদ ইউনুস; *28 ივნისი, 1940) — ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი. დააფუძნა და განავითარა მიკროკრედიტის კონცეფცია - მცირე სესხების გაცემა ღარიბ მეწარმეებზე, რომლებიც ტრადიციულ საბანკო სესხებზე მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. ამ პრინციპით დააფუძნა გრამინ ბანკი. 2006 წელს იუნუსი და ბანკი ერთობლივად ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ, მათი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ქვემოდან წარმოქმნის ღვაწლისთვის. მიღებული აქვს ასევე რამდენიმე სხვა საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პრემია. ავტორია წიგნის "ბანკირი ღარიბთათვის" და გრამინის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრია.