კაიზერი
ვიკიპედიიდან
კაიზერი (გერმ. Kaiser<ლათ. caesar), საღვთო რომის იმპერიისა (962-1806) და გერმანიის იმპერიის (1871-1918) იმპერატორთა სახელწოდება. სიტყვა კაიზერი, ისევე როგორც სლავური ცარი ნაწარმოებია რომაული კეისარიდან.
გერმანულ ენაში კაიზერი არის იმპერატორის სინონიმი. უმრავლეს სხვა ენებში კი კაიზერი უფრო ხშირად იხმარება გაერთიანებული გერმანიის იმპერიის (1871 - 1918) ("მეორე რაიხი") იმპერატორების მისამართით.