კაცუკავა შუნშო
ვიკიპედიიდან
კაცუკავა შუნშო (1726-1792) იყო კაცუკავას სკოლის წამყვანი ხელოვანი. მას ხშირად მხოლოდ სახელით "შუნშო" მოიხსენიებენ, ვინაიდან კაცუკავა მისი ოჯახის ხელოვნების სკოლა იყო. ის ედოში ჰაიკუსა და ხატვის სასწავლოდ ჩამოვიდა. მალევე სახელი გაითქვა მსახიობთა გამოსახულებების ლითოგრაფიებით, რომელთა ადრეული ნიმუშები 1760 წლით თარიღდება. არსებობს მოსაზრება, რომ გამომცემელი ჰაიაშია შიჩიემონი იგივე პიროვნება უნდა ყოფილიყო.