კვირიკე II
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "კვირიკე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: კვირიკე |
კვირიკე II, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 929-976. მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევნის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ ქართლის აზნაურები და კახეთი დაიბრუნა. 957 აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ აიძულა ლეონი დაზავებოდა კვირიკე II-ს, რომელმაც თავი აფხაზთა მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეონ III-მ განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კვირიკე II-მ მთლიანად, არადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დასავლეთითაც კი გადაიტანა. 70-იან წლებში შინაფეოდალურმა ომებმა აფხაზთა სამეფო დაასუსტა. ამით ისარგებლა კვირიკე II-მ და დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის, მაგრამ უშედეგოდ.