კულაში
ვიკიპედიიდან
კულაში - დაბა სამტრედიის რაიონში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე ქალაქ სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა 2,0 ათასი (2002). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მიქელაძეთა ციხე-დარბაზი. არის XVIII ს-ის სინაგოგა.