ლევინსკი, ედუარდ ფონ
ვიკიპედიიდან
ედუარდ იულიუს ლუდვიგ ფონ ლევინსკი (გერმ.: Eduard Julius Ludwig von Lewinski) (* 22 თებერვალი, 1829, მიუნსტერი; † 17 სექტემბერი, 1906, მისსავე სასახლეში ბურგვიც-ტრებნიცში) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, პრუსიის არმიის არტილერიის გენერალი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- დანიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში იგი მეთაურობდა 1-ელ გვარდიულ ასეულს.
- გერმანულ ომში ლევინსკი 1-ლი არმიის შტაბში მსახურობდა.
- მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება და გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში.
- საფრანგეთის წინააღმდეგ ომში იგი ჯერ ისევ 1-ლი არმიის შტაბში მსახურობდა, ხოლო მოგვიანებით სამხეთის არმიის ობერკვარტერმაისტერად დაინიშნა
- ლევინსკი გადაყვანილ იქნა მე-9 არმიული კორპუსის გენშტაბის შეფის თანამდებობაზე.
- მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა 24-ე საარტილერიო პოლკის სარდლად.
- დაინიშნა მე-2 საველე საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.
- მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
- გადაიყვანეს მე-2 საველე საარტილერიო ინსპექციის ინსპექტორად
- მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
დაინიშნა მე-6 არმიული კორპუსის ხელმძღვანელ გენერლად.
- მიენიჭა არტილერიის გენერლის წოდება.
- ლევინსკი სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
- 17 სექტემბერი : ედუარდ ფონ ლევინსკი გარდაიცვალა საკუთარ სასახლეში ბურგვიც-ტრებნიცში.
მისი უმცროსი ძმა ალფრედ ფონ ლევინსკიც პრუსიის არმიის გენერალი იყო, ხოლო სახელგანთქმული გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი ერიხ ფონ მანშტაინი მისი ღვიძლი შვილი (დაბ.: ერიხ ფონ ლევინსკი), რომელიც მოგვიანებით ბიძამ გენერალმა გეორგ ფონ მანშტაინმა იშვილა და თავისი გვარი მისცა.