ლიო, ბერნარ
ვიკიპედიიდან
ლიო, ბერნარ (* 27 თებერვალი. 1897, პარიზი ― † 2 აპრილი. 1952, კაირო) ფრანგი ასტროფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1939). 1920 წლიდან მუშაობდა მედონის ობსერვატორიაში პარიზის ახლოს. იკვლევდა მზის პროტუბერანცებს კინემატოგრაფიის მეთოდებით, აგრეთვე მზის გვირგვინს. 1931 ააგო და პირენეების ობსერვატორიაში დადგა სპეციალური დაბნელებაგარეშე კორონოგრაფი. გვირგვინის სპექტრში აღმოაჩინა 5 ახალი ხაზი, რომელთა წარმოშობა 1942 ახსნა ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ბ. ედლენმა.