ლიუნევილის ზავი
ვიკიპედიიდან
ლიუნევილის ზავი დაიდო 1801 წლის 9 თებერვალს ქალაქ ლიუნევილში საფრანგეთსა (ნაპოლეონ I) და ავსტრიას (ფრანც II) შორის. ზავი ეხებოდა აგრეთვე მთელს წმინდა რომის იმპერიას. ლიუნევილის ზავით დასრულდა მე-2 კოალიციური ომი (კოალიციური ომები) საფრანგეთის წინააღმდეგ და აღსდგა 1797 წლის კამპო ფორმიოს ზავის პირობები.
საფრანგეთმა მიიღო მდ. რაინის მარცხენა მხარეზე მდებარე მიწები და მიაღწია კოალიციის მიერ 3 სატელიტი სახელმწიფოს აღიარებას (ბატავიის, ჰელვეციის და ლიგურიის რესპუბლიკები). გერმანელმა ფიურსტებმა, რომლებმაც მდ. რაინის გადაღმა მიწები დაკარგეს, 1803 წლის იმპერიის დეპუტატთა უზენაესი გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციები მიიღეს.