ლოკალური გამოთვლითი ქსელები
ვიკიპედიიდან
[რედაქტირება] ქსელის ტოპოლოგია
ქსელის ტოპოლოგია განსაზღვრავს კვანძების განლაგებას და მათ ერთმანეთთან დაკავშირებას.განასხვავებენ ვარკსვლავისებურ,რგოლურ,მარყუჟულ,სალტურ,ხისებულ,შერეულ და სრულკავშირიან ქსელებს.
ვარსკვლავისებურ(რადიანულ) სტრუქტურაში ჩამოყალიბდება ცენტრალური კვანძი,რომლისკენაც ან რომლიდანაც იგზავნება ყველა შეტყობინება.
რგოლურ სრუტქტურაში ყველა კვანძი შეერთებულია ერთმანეთთან რგოლად.არც ერთ მათგანს არ შეუძლია სრულად აკონტროლოს ქსელში შეღწევა.
მარყუჟულ სტრუქტურაში ყველა ხაზი შეერთებულია ერთმანეთთან რგოლში,მაგრამ ერთი მათგანი მართავს დანარჩენს და განსაზღვრავს რომელმა კვანძმა უნდა გამოიყენოს კავშირის არხი.
სალტურ სტრუქტურაში ყველა კვანძს აქვს კავშირის ერთი ხაზი, მაგრამ ეს ხაზი არ ქმნის მარყუჟს.თითოეული ხაზი იყენებს სალტეს,რომ დაუკავშირდეს ნებისმიერ სხვა კვანძებს.
ხისებრ სტრუქტურაში კვანძები ერთმანეთთან არის დაკავშირებული განშტოებული კავშირის არხით..ამ შემთხვევაში ქსელში არ არის მარყუჟი.
შერეულ ქსელში კვანძები შეერთებულია უფრო რთული სახით,ვიდრე ზევით ჩამონათვალნი.ზოგიერთი ხაზი შეიძლება იყოფოდეს მონაცემთა ნაკადებად,რომლებიც გადაეცემა კვანძების ორ წყვილ შორის.
სრულკავშირიან ქსელში,ქსელის ყველა კვანძი არხით უშუალოდ უკავშირდება ნებისმიერ სხვა კვანძს.