ლუციუს პაპირიუს კურსორი
ვიკიპედიიდან
ლუციუს პაპირიუს კურსორი (Lucius Papirius Cursor) რომაელი მხედართმთავარი, ხუთგზის კონსული და ორგზის დიქტატორი.
ლუციუს პაპრიუსი გამოირჩეოდა სიმამაცით და ძლიერი ნებისყოფით, ამის გარდა იგი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი იყო. მეტსახელი კურსორი მას ერგო იმიტომ რომ იგი ძალიან კარგი მორბენალი იყო და შეჯიბრებში ყველას ამარცხებდა. მასთან სამხედრო სამსახური ძალიან რთული იყო ქვეითებისთვისაც და მხედრებისთვისაც, ვინაიდან მან არ იცოდა რა იყი დაღლილობა.
სექციების სია |
[რედაქტირება] პირველი კონსულობა
პირველად ლუციუს პაპირიუს კურსორი კონსულად ძვ. წ. 326 წელს აირჩიეს გაიუს პეტელიუს ლიბო ვისოლუსთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ ამ წელს მეორე სამნიტური ომი დაიწყო, ტიტუს ლივიუსი არაფერს არ ამბობს ამ კონსულის ღვაწლზე.
[რედაქტირება] პირველი დიქტატურა
პირველად კურსორი დიქტატორად ძვ. წ. 325 წელს აირჩიეს მეორე სამნიტური ომის დროს. მისი მხედართა მეთაური კვინტუს ფაბიუსი იყო. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.
რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს შეატყობინეს ამის შესახებ და მან შეკრიბა მეომრები და სთხოვა მათ დაცვა. მეომრებმა სრული მხარდაჭერა აღუქვეს.
დიქტატორმა ჩამოსვლის თანავე შეკრიბა მეომრები და ფაბიუსი დაადანაშაულა სამხედრო დისციპლინის დარღვევაში და დიქტატორის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში. მან უკვე უბრძანა ლიქტორებს ფაბიუსის შეპყრობა, როდესაც მისი ერთგული მეომრები რომში გაქცევაში დაეხმარნენ.
რომში მამის რჩევით კვინტუსი სენატში მივიდა და იჩივლა დიქტატორის სისასტიკეზე. მას ჯერ არ ჰქონდა დასრულებული სიტყვა, როდესაც ლიქტორებმა დიქტატორის მოვლა გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა რომ სენატი კვინტუსის სასარგებლოდ იყო განწყობილი, პაპირიუსი მაინც მოითხოვდა მის დასჯას. მაშინ მარკუს ფაბიუსმა მოითხოვა საქმის განსახილველად სახალხო კრებისთვის გადაცემა.
სახალხო კრებაზე კი იგი სიტყვით გამოვიდა, თქვა რომ არადროს არ ყოფილა რომ თუნდაც დამარცხებული მხედართმთავარი დაესაჯათ და გამარჯვებულს კი ჯილდოს მაგივრად სასიკვდილოთ იმეტებს განრისხებული დიქტატორი. სენატიც, ხალხის და მეომრებიც მის მხარეს იყვნენ. საბოლოოს კვინტუს ფაბიუსი მხოლოდ ხალხის ერთსულოვანმა ვედრებამ იხსნა და დიქტატორმა უარი თქვა მის დასჯაზე.
დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში, ფაბიუსს კი ქალაქში დარჩენა უბრძანა, მას არ შეეძლო ფაბიუსის დათხოვნა, ვინაიდან დიქტატორი და მხედართა მეთაური ერთად უნდა გადამდგარიყვნენ, ამიტომ აუკრძალა მას თანამდებობის გამოყენება.
ამ ინციდენტის შემდეგ კურსორის პოპულარობა ჯარში, სადაც იგი დაბრუნდა, საგრძნობლად დაეცა. სამნიტებთან რომაელებმა ისე უღიმღამოთ იბრძოლეს, რომ სასწაულებრივ არ წააგეს. კურსორმა შემოიარა ბანაკი, მოინახულა დაჭრილები, პირადად მოიკითხა თითოეული ჯარისკაცი, რამაც მისი პრესტიჟი საგრძნობლად აამაღლა. იმ წელს დიქტატორმა წარმატებით იომა, რისთვისაც ტრიუმფით შევიდა ქალაქში.
[რედაქტირება] მეორე და მესამე კონსულობა
მეორეთ ლუციუს პაპირიუს კურსორი კონსულად კავდიუმის მშვიდობის შემდეგ აირჩიეს ძვ. წ. 320 წელს გაიუს პუბლილიუსი ფილოსთან ერთად. პაპრიუსი უკვე განთქმული იყო როგორც ერთერთი უდიდესი მხედართმთავარი.
ომის გაახლების შემდეგ პაპრიუსს ერგო აპულიაში ომი. ამ დროს სამნიტებს რომაელი მძევლები ლუცერიუმში ჰყავდათ დატყვევებულნი. როდესაც რომაელებიც და სამნიტებიც ბრძოლისთვის გაემზადნენ, საქმეში ტარენტიელი ელჩები ჩაერივნენ, მათ განაცხადეს რომ ვინც უარს იტყვის ბრძოლაზე, ისინი მათ მხარეზე გადავიდოდნენ. სამნიტებმა ვინთომდა შეწყვიტეს ბრძოლისთვის მზადება, ხოლო რომაელებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. რომაელები პირველები დაესხნენ თავს და დამაჯერებელი გამარკვება მოიპოვეს.
ამის შემდეგ პაპრიუსმა ლუცერიუმიც აიღო და გაათავისუფლა მძევლები, ხოლო ქალაქში მყოფი 7 000 სამნიტი მეომარი უღელქვეშ გაატარა. შემდეგ კი ქალაქში კურსორი ტრიუმფით დაბრუნდა.
[რედაქტირება] მეოთხე კონსულობა
მეოთხედ ლუციუს პაპირიუს კურსორი კონსულად ძვ. წ. 315 წელს აირჩიეს კვინტუს პუბლიუს ფილოსთან ერთად. კონსულები ქალაქში დარჩნენ, ხოლო სამნიტების წინააღმდეგ ომს კვინტუს ფაბიუსი ხელმძღვანელობდა.
[რედაქტირება] მეხუთე კონსულობა
მეხუთედ ლუციუს პაპირიუს კურსორი კონსულად ძვ. წ. 313 წელს აირჩიეს გაიუს იუნიუს ბუბულკუსთან ერთად. მათ საომარი მოქმედებებისთვის დიქტატორი გაიუს პეტელიუსი დანიშნეს.
[რედაქტირება] მეორე დიქტატურა
ძვ. წ. 309 წელს კვინტუს ფაბიუსის ციმინიუმის ტყეზე გადასვლამ რომში ისეთი შეშფოთება გამოიწვია, რომ სენატმა გადაწყვიტა დიქტატორად იმ დროის ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავრის ლუციუს პაპირიუს კურსორის დანიშვნა.
დიქტატორმა ჩაიბარა ჯარები და გაილაშქრა ლონგულასკენ. აქ მან დაამარცხა სამნიტები და უმბრები.
ძვ. წ. 308 წელს სამნიტებთან ბრძოლები განახლდა. მათი ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნე, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
როგორც ჩანს ამ დროისთვის ლუციუს პაპირიუსი უკვე საკმაოდ ხანდაზმული იყო. ამ მოვლებების შემდეგ იგი აღარ ფიგურირებდა პოლიტიკურ არენაზე. ძვ. წ. 293 წელს კი კონსული მისი ვაჟი გახდა.