მაჭავარიანი, მიხეილ ვარდენის ძე
ვიკიპედიიდან
მიხეილ ვარდენის ძე მაჭავარიანი (* 9 იანვარი 1968, თბილისი) - ქართველი პოლიტიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1984 წელს დაამთავრა თბილისის I საშ. სკოლა.
- 1986 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
- 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ნიადაგმცოდნის-აგროქიმიკოსის კვალიფიკაცია.
- 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.
- 1995 და შემდეგ 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. იმავდროულად იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის მთავარი მდივანი, შემდეგ კავშირის თავმჯდომარე.
- 1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი.
- 1999 წლის დეკემბრიდან 2001 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. გადადგა საკუთარი განცხადებით.
- 2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.
- 2002-2003 წლებში იყო თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
- 2003 წლის 2 ნოემბრიდან კვლავ არჩეულია სამგორის მაჟორიტარ დეპუტატად.
- 2004 წლის 23 აპრილიდან არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
[რედაქტირება] სხვადასხვა
- გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
- ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს.
- ჰყავს მეუღლე სოფიო ჟღენტი და შვილი ვარდენ მაჭავარიანი, დაბადებული 2001 წლის 31 აგვისტოს.
- მშობლები: მამა - ვარდენ მაჭავარიანი, დედა - მარინე მდინარაძე