მეკარვიასებრნი
ვიკიპედიიდან
მეკარვიასებრნი (Ptilonorthynchidae),ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 23-35 სმ აღწევს. ოჯახში 22 სახეობაა. გვხვდება ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარში. ბუდეს იკეთებენ ხეზე ან ბუჩქებში. გამრავლების პერიოდში მამლები ტოტებისაგან აშენებენ 2 მ-მდე სიმაღლის კონუსებს ან კარვებს, რომელთა შესასვლელს რთავენ კაშკაშა ან პრიალა საგნებით - ყვავილებით, ნაყოფებით, ნიჟარებით, ხოჭოებით და სხვა. მეკარვიასებრნი არ ერიდებიან ადამიანს და ფანჯრის რაფებიდან იტაცებენ ღილებსა და ფერადი ქსოვილის ნაჭრებს.