მერაბიშვილი, ივანე
ვიკიპედიიდან
ივანე (ვანო) მერაბიშვილი (დ. 15 აპრილი, 1968, ადიგენის რაიონი, სოფელი უდე) – ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან. 2002 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი გენერალური მდივანი გახდა.
[რედაქტირება] განათლება და შრომითი საქმიანობა
- 1992 - დაამთავრა თბილისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი.
- 1992 - 1995 - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
- 1995-დან - მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი.
- 1999 - არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.
- 2000-დან - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე,
- 2004, 26 იანვარი - 7 ივნისი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
- 2004, 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
- 2004, 18 დეკემბერი - დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.