მერანი (გამომცემლობა)
ვიკიპედიიდან
გამომცემლობა "მერანი" თბილისში, რუსთაველის გამზირის N42-ში მდებარეობს.
[რედაქტირება] შენობა
შენობა, რომელშიც უწინ გაზეთის "ზარია ვოსტოკა" რედაქცია იყო მოთავსებული 1926-30 წლებში აიგო არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით და კონსტრუქტივიზმის ნიმუშს წარმოადგენს.
შოთა რუსთაველის გამზირზე ნაგებობის ოთხსართულიანი ნაწილი გამოდის, რომელიც ერთიანი დიდი ჰორიზონტალური სარკმლებით არის განხსნილი. რუსთაველის შესახვევისკენ შენობა ხუთსართულიანი ნაწილით არის მიმართული, მისი ფართო სწორკუთხა ღიობების რიტმს ბოლო სართულის შეისრული თაღები ასრულებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- გამომცემლობის ვებგვერდი [ ]