მერცხლის ბუდე (ყირიმი)
ვიკიპედიიდან
მერცხლის ბუდე (რუს.: Ласточкино гнездо; უკრ.: Ластівчине гніздо, ყირიმის თათრ.: Qarılğaç yuvası) — შუა-საუკუნეების იმიტაციით შექმნილი ნეოგოთური სტილის ციხე-კოშკია იალტასთან, ყირიმი, უკრაინა. აიგო 1911-12 წლებში, 40 მ სიმაღლის ავრორას კლდეზე, რუსი არქიტექტორის ა. შერვუდის პროექტით. კოშკი აი-ტოდორის კონცხს გადმოჰყურებს შავ ზღვაზე და მდებარეობს ძველი რომაული ციხესიმაგრის (ძვ. წ. 1-3 საუკ.) სიახლოვეს. ნაგებობა ყირიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ მონუმენტად ითვლება.
შენობა კომპაქტურია (20 მ სიმაღლე და 10 მ სიგანე). მის თავდაპირველ პროექტში შეტანილი იყო ფოიე, სასტუმრო ოთახი, კოშკზე ასასვლელი კიბე და 2 საძინებელი სახვადასხვა დონეზე. სასტუმრო ოთახის ინტერიერი ხით არის მოპირკეთებული; დანარჩენი ინტერიერი ბათქაშით არის დაფარული და შეღებილი. შენობას ირგვლივ პანორამული ტერასა აქვს, ზღვის გაშლილი ხედით, საიდანაც შორიდან იალტის კონტურებიც ჩანს.