მიამოტო კენძი
ვიკიპედიიდან
მიამოტო კენძი (* 20 ოქტომბერი, 1908, იამაგუტის პრეფექტურა), იაპონიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. იაპონიის კომპარტიის (იკპ) წევრი 1931-იდან . 1933 აირჩიეს იკპ ცენრალური კომიტეტის წევრად, იკპ ცკ-ის სამდივნოსა და პოლიტბიუროს წევრად. იმავე წელს დააპატიმრეს. 1945-იდან იკპ ცკ-ის წევრი, 1946-იდან იკპ ცკ-ის პოლიტბიუროს (1955 გარდაიქმნა იკპ ცკ-ის პრეზიდიუმად) წევრი. 1946-1949 იკპ თეორიული ორგანოს - ჟურნალ "ძენეის" რედაქტორი. 1947-1950 პარტიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე. 1955-1958 იკპ ცკ-ის მდივანი, გაზეთ "აკაჰატის" მთავარი რედაქტორი (1957-მდე). 1958-1970 იკპ ცკ-ის გენერალური მდივანი. 1964-იდან იკპ ცკ-ის პრეზიდიუმის მუდმისი ბიუროს წევრი. 1970-იდან იკპ ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1982-იდან იკპ ცკ-ის თავმჯდომარე.