მირი (ორბიტული სადგური)
ვიკიპედიიდან
მირი (რუს. Мир) იყო მეტად წარმატებული საბჭოთა (შემდეგ რუსული) ორბიტული სადგური. ის იყო პირველი მუდმივადმოქმედი სადგური, რომელიც განკუთვნილი იყო ხანგრძლივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად კოსმოსში. სადგურზე ტარდებოდა საერთაშორისო ექსპერიმენტები სხვადასსხვა ქვეყნის კოსმონავტების მონაწილეობით. მირი ორბიტაზე ეწყობოდა რამდენიმე მოდულის შეერთებით, რომლებსაც კოსმოსში უშვებდნენ 1986-1996 წლებში. სადგურმა იარსება 2001 წლის 23 მარტამდე, როდესაც ის ორბიტიდან დაეშვა სამუხრუჭე ძრავის ჩართვის შედეგად და ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვა (ცალკეული ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა).
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |