მოასნაირნი
ვიკიპედიიდან
მოასნაირნი (Dinornithiformes), უტროპო, ამომწყდარ ფრინველთა რიგი. მოიცავდა 2 ოჯახის 20 სახეობას. მოასნაირთა ნაშთები ცნობილია პლიოცენური პერიოდში. მოასნაირნი გავრცელებული იყვნენ ახალ ზელანდიაში, ბინადრობდნენ ტყეებში, იკვებებოდნენ მცენარეული საკვებით (თესლი, ფესვები). უკანასკნელი მოასნაირნი გაანადგურა ადამიანმა XVIII საუკუნის დასასრულს - XIX საუკუნის დასაწყისში.