მონტანი, ივ
ვიკიპედიიდან
ივ მონტანი (Yves Montand, ნამდვილი სახელი ივო ლივი; *13 ოქტომბერი, 1921 – 9 ნოემბერი, 1991) -- იტალიური წარმოშობის ფრანგი მსახიობი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა იტალიის ქალაქ მონსუმანო ალტოში. დაბადებიდან რამდენიმე თვეში მონტანის ოჯახი იტალიიდან საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. მონტანი მარსელში გაიზარდა, სადაც ახალგაზრდობაში მისი დის სადალაქოში მუშაობდა, მოგვიანებით კი დოკერად, ქალაქის პორტში. შოუ-ბიზნესში კარიერა მიუზიკ-ჰოლის მომღერლად დაიწყო. 1944 წელს ედიტ პიაფმა აღმოაჩინა პარიზში და საკუთარ დასშო აიყვანა, და მისი მენტორი და საყვარელი იყო.
მონტანს საერთაშორისო აღიარება მრავალრიცხოვან ფილმებში გადაღებულმა როლებმა მოუტანა. 1951 წელს ცოლად ირთავს მსახიობ სიმონა სინიორეს, რის შემდეგაც ისინი ერთობლივად მონაწილეობენ რამდენიმე ფილმში მთელი კარიერის განმავლობაში. ქორწინება საკმაოდ ჰარმონიული იყო და სიმონის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა (1985), მიუხედავად მონტანის გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობებისა, მათ შორის მერილინ მონროსთან, რომელთ ერთადაც მონტანს მონროს ერთ-ერთ ბოლო ფილმში, "Let's make Love", აქვს როლი შესრულებული.
1986 წელს, იმ დროს როდესაც მისი პოპულარობა მნიშვნელოვნდა დაცემული იყო, 65 წლის მონტანი ასრულებს მის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო როლებს ორ-ნაწილიან ფილმში: "ჟან დე ფლორეტი", ჟერარ დეპარდიესთან ერთად, და "მანონ დე სორსი", ემანუელა ბეართან. ფილმმა მსოფლიო კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მიიღო და მონტანის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
მისი ერთადერთი შვილი, ვალენტინ მონტანი, მისი თანაშემწის კეროლ ამიელის ვაჟი, 1988 წელს დაიბადა. ცხოვრების ბოლო წლებში პროვანსში ცხოვრობდა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზში, საფრანგეთი.
[რედაქტირება] რჩეული ფილმოგრაფია
- IP5 (1991)
- Jean de Florette (1986)
- Manon des Sources (1986)
- Garçon ! (1983)
- I comme Icare (1979)
- Le Fond de L'air Est Rouge (1977)
- Vincent, François, Paul...Et les Autres (1974)
- État de Siège (1973)
- César et Rosalie (1972)
- Tout va bien (1972)
- La folie des grandeurs (1971)
- L'Aveu (1970)
- Le Cercle rouge (1970)
- Z (1969)
- Vivre pour Vivre (1967)
- Grand Prix (1966)
- La Guerre est finie (1966)
- Compartiment tueurs (1965)
- My Geisha (1962)
- Let's Make Love (1960)
- Goodbye again (1960)
- La Grande Strada Azzurra (1957)
- Le Salaire de la Peur (1953)
- Les Portes de la Nuit (1946)