მორჩილაძე, აკა
ვიკიპედიიდან
![]() |
|
დაიბადა: | 1966, 10 ნოემბერი თბილისი |
---|---|
საქმიანობა: | მწერალი, დრამატურგი |
ეროვნება: | საქართველო |
წერის პერიოდი: | 1995– |
ჟანრი: | ეპიკური |
მიმდინარეობა: | პოსტმოდერნიზმი |
დებიუტი: | "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", 1995 |
Magnum opus: | "სანტა ესპერანსა" (2004) |
გავლენა იქონიეს: | რუსთაველი, შოთა , ამირეჯიბი, ჭაბუა , აკროიდი, პიტერ , აკუნინი, ბორის |
გავლენა მოახდინა: | ბევრ ახალგაზრდა მწერალზე |
ვებგვერდი: | http://www.lib.ge/each_author.php?104 |
აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი - გიორგი ახვლედიანი) (დ. 10 ნოემბერი, 1966) - ქართველი მწერალი და ისტორიკოსი, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ნოველისტი.
1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს.
მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" (1998), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).
2003 და 2005 წლებში მიღებული აქვს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო "საბა".
[რედაქტირება] გამოცემები
- აკა მორჩილაძე: გადაფრენა მადათოვზე და უკან. თბილისი, სულაკაური, 1998, ISBN 99928-52-09-7
- აკა მორჩილაძე: ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. თბილისი, სულაკაური, 2000, ISBN 99928-52-50-X
- აკა მორჩილაძე: გაქრები მადათოვზე. თბილისი, სულაკაური, 2001, ISBN 99928-5257-7
- აკა მორჩილაძე: აგვისტოს პასიანსი: სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი. თბილისი, სულაკაური, 2001, ISBN 99928-5256-9