მოტეტი
ვიკიპედიიდან
მოტეტი - (ლათ. motetu, იტალ. motetto, ფრანგ. და ინგლ. motet) მრავალხმიანი საეკლესიო ვოკალური ნაწარმოები. შესაძლებელია ინსტრუმენტებით ხმების გაძლიერება.
მოტეტები უმრავლესად ბიბლიურ ტექსტებზეა აგებული, ხშირად ლათინურ ენაზე.
მოტეტი დაიბადა შუასაუკუნეებში და დღემდე შენარჩუნებულია როგორც ფორმა. სტილი და აგებულება დროთა მიხედვით იცვლებოდა.
მოტეტები გვხვდება კომპოზიტორების, ი.ს. ბახის, პალესტრინას, ორლანდო ლასოს შემოქმედებაში. ფ. მენდელსონის, მაქს რეგერის და მოგვიანებით ი ბრამსისა და ჰინდემიტის შემოქმედებაშიც ვხვდებით მოტეტებს.