მცხეთის რაიონი
ვიკიპედიიდან
მცხეთის რაიონი - ადმინისტრაციული რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში შედიოდა, 1917-29 წლებში - ტფილისის მაზრაში, 1930-34 წლებში ცალკე რაიონია, 1938 წლამდე თბილისის გარეუბნის რაიონს დაექვემდებარა, შემდეგ კვლავ ცალკე რაიონია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს მუხრან-საგურამოს ვაკეზე, რელიეფი ძირითადად დაბალმთიანია. აქვეა საგურამოს ნაკრძალი. ტერიტორია - 805 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, არაგვი, ქსანი, ნარეკვავი, თეზამი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 65 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 90 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 71 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 69 სოფელი. დიდი სოფლებია: დიღომი (8,7 ათასი) და მუხრანი (სოფელი) (6,2 ათასი).
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქში - 1: მცხეთა;
- რაიონის გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში: გალავნის, ლისის, მისაქციელის, მუხრანის, ნიჩბისის, საგურამოს, ქსნის, ქსოვრისის, ცხვარიჭამიის, ძეგვის, წეროვნის, წილკნის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზი, საქართველოს სამხედრო გზა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური - ზაჰესი, მოქმედებდა მრავალი სხვადასხვა პროფილის საწარმო, რომელთა დიდი ნაწილი გაჩერებულია. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 49 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 41 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 4 მუზეუმი: მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ-ხუროთმოძღვრული მუზეუმ-ნაკრძალი, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (სოფ. საგურამო), მ. ჭიაურელის სახლ-მუზეუმი (სოფ. დიღომი), ენერგეტიკის განვითარების მემორიალური მუზეუმი (დაბა ზაჰესი).
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
მცხეთის რაიონის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა - სვეტიცხოვლის და სამთავროს კომპლექსები, მცხეთის ჯვარი, ბებრისციხე, არმაზციხე, პომპეუსის ხიდი, აგრეთვე ზაჰესი, ზედაზნის კომპლექსი, ქსნის ციხე, ნასტაგისის ნამოსახლარი, შიომღვიმის კომპლექსი, ისტორიული სოფლები - დიდგორი, მუხრანი, წილკანი.
მცხეთა-მთიანეთის მხარე | |
ახალგორის რაიონი | დუშეთის რაიონი | თიანეთის რაიონი | მცხეთის რაიონი | ყაზბეგის რაიონი |